ფოთში, კაფე-ბარებში მომუშავე 40-ზე მეტი ქალი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს

ფოთში, კაფე-ბარების 40-ზე მეტი თანამშრომელი ქალბატონი ზუგდიდის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” წყარომ განუცხადა, ყველა მათგანი სავარაუდოდ, პროსტიტუციაში ჩართული პირია და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით (პროსტიტუციის ხელშეწყობა) მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები