პროექტის “ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ გამარჯვებული ჭიათურაში დღეს გამოვლინდება

პროექტის “ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ გამარჯვებული ჭიათურაში დღეს კენჭისყრის შედეგად, გამოვლინდება. საკუთარი პოზიცია კენჭისყრაზე ჭიათურის მერმა, გივი მოდებაძემაც დააფიქსირა.
პროექტში ჭიათურელი ახალგაზრდების სამი გუნდი მონაწილეობს. „პიონერთა სასახლის” ახალი სიცოცხლე, “ ტურიზმის განვითარების ცენტრი”, “ცოდნის არტ-გალერეა” – ის პროექტებია, რომლებიც ახალგაზრდებმა წარმოადგინეს.

“ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ – პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, მომზადდა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ჭიათურაში ხორციელდება. პროექტის მიზანია ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ საკუთარი ქალაქის პერსპექტიული კონცეფციებისა და საკვანძო საპროექტო წინადადების შემუშავება, რომელთა შორის საუკეთესო იდეის გამოვლენა მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები