დაჩი ბერაია: ეს გადაწყვეტილება იყო სწორი, მხარი არ უნდა დაგვეჭირა ამ კანონპროექტისთვის

“კენჭისყრის შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ეს გადაწყვეტილება იყო სწორი, ანუ მხარი არ უნდა დაგვეჭირა ამ კანონპროექტისთვის. ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე განშტოების, მწვავე რეაქცია. ვიხილეთ მათი გაწბილება საპარლამენტო დარბაზში და მათი განშტოებების გაწბილება ქუჩაში”,- ამის შესახებ დეპუტატმა, დაჩი ბერაიამ “რეგიონულ კვირას” განუცხადა.
დაჩი ბერაია, იმ 37 დეპუტატს შორისაა, ვინც მხარი არ დაუჭირა არჩევნების პროპორციულ წესზე გადასვლას. ბერაიას განცხადებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება მისი მხრიდან “ერთგვარი კონსესუსი” იყო.

“მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გასცა დაპირება, პროპორციულ სისტემაზე გადავდოდით, ეს იყო ჩვენი მხრიდან ერთგვარი კონსესუსი, თუმცა ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ აღიარა და თქვეს, რომ თითქოს, გავიძულებენ ამის გაკეთებას. ჩვენ თითის დამჭერი დეპუტატები გვიწოდეს და მონებსაც კი გვეძახდნენ სამწუხაროდ. ეს იყო ჩვენი მხრიდან კონსესუსი, ქვეყანში ყოფილიყო სტაბილურობა, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებებმა, საპატრიარქოში განვითარებულმა მოვლენებმა და პარლამენტში განვითრებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ მათთან კონსესუსი შეუძებელია. ისინი პოლიტიკური სტაბილურობის პარტნიორებად არ გამოდგებიან, რადგან შეუძლებელია ჰქონდეთ მაღალი პოლიტიკური კულტურა”,- აღნიშნა დაჩი ბერაიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა “ქართული ოცნების” ინიციატივას არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მხარი არ დაუჭირა და კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები