იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

იმერეთის მხარის გუბერნატორი ტურიზმის წარმომადგენლებს შეხვდა და ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემები განიხილა.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რაც ამ დროისთვის ტურიზმის სფეროში არსებობს.

“ეს იყო ძალიან ნაყოფიერი და კარგი შეხვედრა. რაც მთავარია დღეს მივიღეთ გარანტიები ტურიზმის განვითარების შესახებ. კერძოდ, მინდა გამოვყო წყალტუბოს განვითარების თემა. მივესალმებით ამ ყველაფერს და ჩვენც მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმერეთის ტურიზმის განვითარებაში. ჩვენი კომპანია არის 12 წლის. ვართ ერთ-ერთი კომპანია, რომელიც შემომყვან ტურიზმზე მუშაობს. მოგეხსენებათ არის ძალიან დიდი ნაკადი ტურისტების, მაგრამ მე პირადად მოწადინებული ვარ, რომ ქუთაისი და იმერეთი იყოს განსაკუთრებული. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი დიდ შრომას დებს იმაში, რომ იმერეთი და კერძოდ ქუთაისი, კიდევ უფრო განვითარდეს”, – აღნიშნავს ტურისტული სააგენტო “ვანდერლენდის“ ქუთაისის ფილიალის მენეჯერი ნინო კვარაცხელია.

შეხვედრას დადებითად აფასებს სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.

“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ტურიზმი ქუთაისში და მთლიანად იმერეთში გარკვეულწილად დინამიურად ვითარდება. თუმცა, წყალტუბოსთან დაკავშირებით გაჟღერებული ინიციატივის შემდეგ,  ვფიქრობ რომ უკვე ძალიან სწრაფად უნდა განვითარდეს ეს მიმართულება. მოვისმინეთ ზუსტად ის პრობლემები, რაც აწუხებთ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს. ამ ყველაფერზე რეაგირებას მყისიერად მოვახდენთ. გამოვასწორებთ იმ ხარვეზებს, რაც უშლით მათ ხელს გამართულ მუშაობაში. ეს პრობლემები არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რიგ შემთხვევაში არის გზის გაკეთების საჭიროება საინტერესო ტურისტულ ობიექტებამდე. გაძლიერდება მონიტორინგი იმისთვის, რომ ტურისტებმა და არამარტო ტურისტებმა მიიღონ ხარისხიანი მომსახურება. თქვენ იცით, რომ მალე მუნიციპალური ავტობუსები დაიწყებენ მოძრაობას ქალაქში ,მომავალი წლის დასაწყისიდან ეს იქნება 60 ავტობუსი, რომელთა ნაწილი იმოძრავებს აეროპორტის მიმართულებით “- განაცხადა შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები