ქარელში 12 წლის მოზარდმა სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში 12 წლის ბიჭი ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილის ოჯახი სავარაუდო მიზეზებზე არ საუბრობს.

“ახლა ვესაუბრე ოჯახს. ტრაგედიის გამომწვევი სავარაუდო მიზეზიც კი არ არსებობს. ბავშვს არც ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა და არც რამე თამაშდამოკიდებულება. ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. თავზარდაცემულია მთელი სოფელი”,-  განაცხადა ყინწვისის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა, მადონა სხირტლაძემ.

როგორც შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები