კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, სოფელ ზერტის სკოლის მოსწავლეებს სემინარი ჩაუტარდათ

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის სკოლის მოსწავლეებს სემინარი ჩაუტარდათ. სასემინარო თემას მოზაიკა წარმოადგენდა, რომლის თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პრაქტიკაში  მოზაიკაზე მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. სემინარს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – ნუგზარ სამხარაძე დაესწრო.
“საინტერესო შეხვედრას უმასპინძლა ზერტის სკოლამ, მნიშვნელოვანია, რომ სკოლოს საგნების პარალელურად მოსწავლეებს საშუალება ჰქონდეთ სხვადასხვა საინტერესო მიმართულებებს გაეცნონ. სამხარეო ადმინისტრაცია მუდმივად მზადაა მსგავსი სახის შეხვედრებს მხარი დაუჭიროს და კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებაშიც ჩაერთოს”- აღნიშნა ნუგზარ სამხარაძემ.
სემინარის ბოლოს, სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები