“მთავრობამ უნდა იცოდეს, რა სიძნელეები გვაქვს მოქალაქეობის არ ქონის გამო” – ახალციხეში დეპორტირებულ მესხებებთან შეხვედრა გაიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა ახალციხეში გადასახლებული მესხების შთამომავლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან მოსახლეობის გადასახლების 75 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.

შეხვედრაზე იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც დეპორტირებული მესხებისთვის მოქალაქეობის სტატუსის მინიჭებას, დასაქმებას, სადაზღვევო სისტემით სარგებლობას და ყველა იმ საკითხს უკავშირდება, რომელიც მოქალაქეობის არ ქონის გამო ექმნებათ.

მუსლიმი მესხებით 20 ათასამდე ოჯახი, რაც დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანს მოიცავდა ისტორიული მესხეთის ტერიტორიიდან 1944 წელს გადაასახლეს.

,,მთავრობამ უნდა იცოდეს რა სიძნელეები გვაქვს მოქალაქეობის არ ქონის გამო. ვერც დაზღვევით, ვერც საავადმყოფოთი, ვერც სამსახურით ვერ ვსარგებლობთ”, – თქვა გულო მურსალოვა – ყურაძემ.

სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსუდან ასათიანის თქმით, მათ, ვინც რეპატრიაცის სტატუსი და შემდგომ გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, უჩნდებათ პრობლემა სხვა ქვეყნის ანუ კონკრეტულ შემთხვევაში აზერბაიჯანის მოქალაქეობიდან გამოსვლის, ხოლო მეორეს მხრივ, პრობლემა მდგომარეობს იმაშიც, რომ საკითხი საქართველოს კომპეტენციის ფარგლებს სცდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები