ქართლის ქარის ელექტროსადგური $14.4 მილიონად გაიყიდა

ქართლის ქარის ელექტროსადგური $14.4 მილიონად გაიყიდა. ელექტროსადგურის ახალი მფლობელი „საქართველოს ქარის კომპანია” გახდა.
სექტემბერში სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” ინფორმაცია გაავრცელა, რომ 15 ნოემბერს ქარის ელექტროსადგურის გასხვისება საჯარო აუქციონის წესით  მოხდებოდა.  საწყისი ფასი  14 250 000$ იყო.
ცნობისთვის, საქართველოში პირველი და ამ ეტაპზე, ერთადერთი ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს შევიდა. მისი დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია. 2017 წელს სადგურმა 87.8 მლნ კვტ/სთ, ხოლო 2018 წელს 84.3 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.

საქართველოში ქარის ენერგიის დადგმული სიმძლავრე 1500 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება 4 მლრდ კვტ/სთ, თუმცა სრული სიმძლავრის ასამოქმედებლად აუცილებელია მარეგულირებლიანი ჰდროსადგურების და/ან თბოსადგურების რაოდენობის ზრდა, რომლებიც სარეზერვო ფუნქციას შეითავსებს. ქარიანი ამინდის ხანგძლივობა 4-5 ათასი საათი რაც მთელი წლის 8760 საათის 45-57 პროცენტს შეადგენს. ქვეყნის ტერიტორია დაყოფილია სამ, დაბალ, საშუალო და მაღალ ზონებად სადაც ქარის სიჩქარე 2.5-დან 9 მ/წმ-მდე მერყეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები