ქართლის ქარის ელექტროსადგური საჯარო აუქციონის წესით გასხვისდება – საწყისი ფასი 14 250 000 აშშ დოლარია

გორის ქარის ელექტროსადგური იყიდება. აღნიშნულ ინფორმაციას სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” ავრცელებს. ფონდის განცხადებით, ქარის ელექტროსადგურის გასხვისება საჯარო აუქციონის წესით მოხდება.
„ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100% წილის გასხვისება საჯარო აუქციონის წესით, 15 ნოემბერს მოხდება, საწყისი ფასი კი 14 250 000 აშშ დოლარია.
ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს შევიდა.
11 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 20.7 მგვტ. დადგმული სიმძლავრის „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ 3.45 მგვტ. სიმძლავრის 6 ტურბინას, პლატფორმებს, ფუნდამენტებს, სიმძლავრის მიწისქვეშა გადამცემ ხაზს, მიწისქვეშა ოპტიკურ კაბელს, საოფისე შენობას და სხვა მოძრავ ქონებას მოიცავს.
„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საქართველოში განხორციელებულ, ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტს წარმოადგენს, რომლის წლიური საპროგნოზო გამომუშავებული ენერგია 84 100 000 კვტ/სთ–ია”, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები