მამუკა მდინარაძე: ადამიანებს თავისი აზრის გამოხატვის უფლება აქვთ, სახელმწიფო და სამართალდამცველები თავიანთ საქმეს გააკეთებენ

ადამიანებს აქვთ თავისი აზრის გამოხატვის უფლება, სახელმწიფო და სამართალდამცველები თავიანთ საქმეს გააკეთებენ,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებასთან და პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ყველაზე პარადოქსული იცით რა არის, ყველაზე ძალიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები რომ წუხან და ხალხს მოუწოდებენ ქუჩაში გამოსვლისკენ. თამარ ჩუგოშვილს, მეც და სხვებს, რომ რაღაც არ მოგვეწონოს ამ ამბავში, ეს არის უფრო ობიექტური, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს. მათ თვითონ არ შეუცვლიათ, ახლა ამაში ხედავენ აპოკალიფსსა და კატასტროფას. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. სახელმწიფო დგას თავის ადგილზე. პარლამენტი დგას თავის ადგილზე. შიდა დემოკრატიაც არ მოსწონთ, ესეც გასაგებია, არ მომხდარა არანაირი კატასტროფა, ნუ ხატავენ ამ კატასტროფებს და მოვუწოდებ ყველას პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ პროცესებს. თუმცა არ ველით პასუხისმგებლობას. დღევანდელ დღესაც კი აქციის დაორგანიზიება და მონების ძახება მაჟორიტარ დეპუტატებზე ასეთი შედეგის გამომწვევია.

გეგმა არის ერთი, სიმშვიდე, სტაბილურობა და მართვა პროცესების. ეს ასეც იქნება. ადამიანებს აქვთ თავისი აზრის გამოხატვის უფლება. სახელმწიფო და სამართალდამცველები თავიანთ საქმეს გააკეთებენ,” – განმარტა მდინარაძემ.

​​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
​ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები