ნიკა ჩერქეზიშვილთან და ლაშა მარგიანთან შეხვედრა გაიმართება

18 ნომებერს, 17:00 საათზე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში,  სალონური შეხვედრების ახალი ციკლის – „აქცენტების“ პირველ სტუმრებთან– ნიკა ჩერქეზიშვილსა და ლაშა მარგიანთან შეხვედრას მართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „აქცენტები“ სალონური შეხვედრების ახალი ციკლია, რომლის ფარგელბშიც, გექნებათ შესაძლებლობა ბევრ საინტერესო ავტორთან შეხვედრისა და მათი შემოქმედების მთავარ აქცენტებზე საუბრის.
ის, რაც ნიკა ჩერქეზიშვილისა და ლაშა მარგიანის პოეზიას აერთიანებს, სამყაროს ღრმად გააზრება – ის დიდი ტკივილი და სევდაა, რომელშიც თანამედროვე ადამიანი ცხოვრობს.
შეხვედრის მოდერატორი ცირა ბარბაქაძე.

 მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის N 17, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები