ბიძინა გეგიძე: ძალიან ვწუხვარ, რომ ეს შედეგი დადგა

ძალიან ვწუხვარ, რომ ეს შედეგი დადგა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატმა, ბიძინა გეგიძემ​ პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პირველი მოსმენით ჩაგდებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ეს არის მორიგი ნეგატიური ქეისი, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ, “ქართულმა ოცნებამ”. ძალიან ნეგატიური პროცესები მიდის ქვეყანაში, ძალიან ვწუხვარ რომ ეს შედეგი დადგა”, – აღნიშნა გეგიძემ.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები