თურქეთში საბრძოლო მასალების საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა (ვიდეო)

თურქეთში შანლიურფას პროვინციაში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში ძლიერი აფეთქების შედეგად 16 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაშავდნენ.

ამის შესახებ პროვინციის გუბერნატორმა აბდულა ერინმა განაცხადა.

მისი თქმით, აფეთქება გვიან ღამით მოხდა.

გუბერნატორის თქმით, წინასწარი ვერსიით, აფეთქება ტექნიკური მიზეზით მოხდა, ადგილზე თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინსპექტორები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები