რაში და რა თანხას ხარჯავენ უცხოელი ვიზიტორები საქართველოში – ოფიციალური სტატისტიკა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ გაწეულმა ხარჯებმა საქართველოში 3.253.3 მლნ. ლარი შეადგინა.

ყველაზე მეტს უცხოელი ვიზიტორები სასმელსა და საკვებ პროდუქტებში ხარჯავენ. საქსტატის გათვლებით,ამ თანხამ 1 012.4 მლნ.ლარი შეადგინა.

799.4 ათასი ლარი დახარჯეს ვიზიტორებმა განთავსებაში. სხვადასხვა საყიდლებში გაწეულმა ხარჯებმა 573 ათასს მიაღწია. 463.9 ათასი დახარჯეს ვიზიტორებმა გართობაში. უცხოელი ვიზიტორების მიერ გაწეულმა ხარჯებმა ადგილობრივი ტრანსპორტის მომსახურებაში 251.6 ათასი ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები