პრემიერმა ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი წარადგინა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ, ლევან კალანდაძემ თანამდებობები 11 ნოემბერს დატოვეს.
ცნობისათვის, ლექვინაძე თანამდებობაზე 2018 წლის იანვარში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დანიშნა. ლევან კალანდაძე კი, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე 2018 წლის თებერვალში გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები