თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეეხება: სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის III, IV ზონების, მიხეილ თამარაშვილის (ნაწილობრივ), თოფურიძე, ვალენტინის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის, გამრეკელის და კუტუზოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ასევე, 12 საათიდან 17 საათამდე დროის მონაკვეთში 10 წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის (ნაწილობრივ), საირმის გორის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ნუცუბიძის, მარგიანის, საბურთალოს, გეგეჭკორის, მედეა ჩახავას, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, ოთარ ჩხეიძის, ედიშერ მაღალაშვილის და ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
12 საათიდან 13 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრე იბერის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ასევე, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის II, IIა ზონების, ვაშლიჯვრის დასახლების, მუხრან მაჭავარიანის, გოძიაშვილის, პეტრიწის და არზაყან (დიმიტრი) ემხვარის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, II, III, IV, VII მიკრორაიონების, ილია ვეკუას, ანგია ბოჭორიშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების (ნაწილობრივ), გურამიშვილის, თიანეთის, სამუელ ბუაჩიძის, გუდამაყრის, ურეკის, საჩხერის, ჩარგლის, თემქის, ანაპის 414-ე დივიზიის, ქეთევან მაღალაშვილის, შატილის, ცოტნე დადიანის, მახინჯაურის, ლეჩხუმის, ხევსურეთის, წმინდა მელქისედეკ I და სვანეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, თვალჭრელიძის, მაისურაძის და მშვიდობის ქუჩების მცხოვრებლებს.11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება გიორგი მუხაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუმათჰესის, ცისკარიშვილის და ჭიჭინაძის ქუჩების მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, აჰმედ ჯავადის, მეგობრობის, მიკოლა ბაჟანის, გრიგოლ აფშინაშვილის, არტურ ლაისტის და მარჯორი უორდროპის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
 
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, გუნიას, ძმები კაკაბაძეების, ერისთავ-ხოშტარიას, ზალდასტანიშვილის, კერესელიძის და კაკაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, IV კვარტლების (ნაწილობრივ) და ახმეტელის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები