პარლამენტთან აქცია 14 ნოემბერს 12:00 საათზე განახლდება 

პარლამენტის შენობის წინ აქცია დასრულდა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ისინი 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით, ხვალ, 14 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან 12:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან.

მისივე განმარტებით, თუ “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირეს, აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები