გიორგი ცაგარელის კონცერტი გაიმართება

13 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის სახლმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, გიორგი ცაგარელის კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტს საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი  ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიან შემადგენლობასთან ერთად წარმოადგენს.
სოლისტები: აკაკი დეისაძე, კარმენ ტორანო და გიორგი ცაგარელი. სპეციალური სტუმარი – KAYAKATA.
აუდიო და ვიდეოდიზაინის ავტორი ნიკა მაჩაიძეა.
პროგრამაშია იგორ სტრავინსკის, ჯონ ადამსის, გევინ ბრაიერსის, გია ყანჩელის, ნიკა მაჩაიძის / Nikakoi, ნატალია TBA ბერიძის, ალექსანდრე კორძაიას / Kordz, ნათია სართანიას / sTia და ანუშკა ჩხეიძის მუსიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები