პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება – N’Uovo გაიხსნა

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება – N’Uovo გაიხსნა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკე პრასტომ, ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა.
ქანდაკება N’Uovo აბსტრაქტული კომპოზიციაა, რომელიც კეთილდღეობას, მომავლის ნაყოფიერებასა და სიახლის სიმბოლოს გამოხატავს. ქანდაკების განთავსების ადგილი პირველი რესპუბლიკის მოედანზე არსებული შადრევანია. ხუთმეტრიანი ქანდაკება მოძრავია და ქარის ზემოქმედების საშუალებით ტრიალებს.
N’Uovo იტალიაში, ავტორის სახსრებით დამზადდა და იგი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საჩუქრად გადაეცა. ქართველმა მოქანდაკემ თავდაპირველად, იგი საჩუქრად ქ. პიეტრასანტას გადასცა, ქანდაკება ასევე მრავალ კერძო კოლექციაში და სხვადასხვა სამუზეუმო სივრცეშია განთავსებული.
პრასტო (ვაჟა მიქაბერიძე) თბილისში, 1967 წელს დაიბადა. 1984-1992 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. 1993 წელს იგი საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და 1993-1995 წლებში სწავლა ფლორენციაში, რიაჩის აკადემიაში განაგრძო. ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს იტალიის ქალაქ პიეტრასანტაში.
თბილისში, ბამბის რიგში განთავსებული ფარაჯანოვის ბიუსტის შემდეგ, N’UOVO ავტორის მეორე ქანდაკებაა, რომელიც დღეიდან, ქვეყნის დედაქალაქს დაამშვენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები