ერდოღანი: ვერც რუსეთმა და ვერც აშშ-მა თურქეთისთვის მიცემული პირობა ვერ შეასრულეს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიფ ერდოღანის განცხადებით, არც რუსეთმა და არც აშშ-მა თურქეთისთვის მიცემული პირობა ვერ შეასრულეს და სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან ტერორისტები ვერ გაიყვანეს.

ამის შესახებ ერდოღანმა აშშ-ში გამგზავრებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თურქეთის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციის „მშვიდობის წყაროს“ ზონაში ტერორისტები რჩებიან.

„მებრძოლებს ტერიტორია არ დაუტოვებიათ. ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ ქამიშლისა და სხვა რაიონების მოსახლეობის წინააღმდეგ ტერაქტები მოხდა. ვერც რუსეთმა და ვერც აშშ-მა ანკარასთვის მიცემული დაპირება ვერ შეასრულეს, რომელიც თურქეთის მოსაზღვრე ტერიტორიიდან ტერორისტების გაყვანას გულისხმობდა. ამ საკითხს დონალდ ტრამპთან განვიხილავთ. დაბრუნების შემდეგ საკითხზე სატელეფონო საუბარში რუსეთის ლიდერთან ვლადიმირ პუტინთანაც ვისაუბრებ. იდლიბში ისევ რჩება გარკვეული პრობლემები“, – განმარტა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ტრამპთან შეხვედრაზე განსახილველ თემებსაც შეეხო და თქვა, რომ „მზად არის უსაფრთხოების სფეროში ვაშინგტონთან ახალი ფურცელი გახსნას“.

„ანკარასა და ვაშინგტონს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის ნაწილში, დონალდ ტრამპთან ერთნნი ვართ და ვთვლით, რომ საჭიროა უთანხმოების დარეგულირება და თანამშრომლობის განვითარება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები