შალვა პაპუაშვილი: გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი

“გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. ამიტომ დადიან სხვადასხვა ქალაქში საზღვარგარეთ,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დადიან სხვადასხვა ქალაქში გეგმით, ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში როგორ მოემსახურება საქართველო და ქართველი ხალხი უცხო ქვეყნების ინტერესებს.

„ჩვენ ახლახან – 31 მარტს აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 35 წლისთავი და ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს ვხედავთ იმ ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ებრძვიან. ესენი არიან ჯგუფები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედებენ, ვინაიდან მათი პოლიტიკური გზა არის გზა უცხოელების დახმარებით, არადემოკრატიულად ხელისუფლების შეცვლისა. ასე რომ, დღეს ეს არჩევანია – კვლავ გაერთიანებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არჩევანი დგას დამოუკიდებლობის მომხრეებსა და დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებს შორის. გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც აჩვენებდა, რას ნიშნავს, როცა არ ხარ დამოუკიდებელი ქვეყანა და მოქმედებ უცხოელების დავალებით.

რა ამბებშიც გახვია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველო – ომებისა და კრიზისების ჩათვლით, ეს არის, რაც ნიშნავს, არ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა. და არის დამოუკიდებლობის მომხრე ქართველი ერი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ მისცა სახელისუფლებო მანდატი და სწორედ ჩვენმა დამოუკიდებელმა გადაწყვეტილებებმა მოგვიყვანა ჩვენ იქამდე, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და არა ეკონომიკური კოლაფსი – რისკენაც დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები მოგვიწოდებდნენ სანქციების დაწესებით და რუსეთთან ესკალაციის გზით – და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ეროვნული ინტერესები წავწიოთ წინ. ეს არის მაგალითი, რას ნიშნავს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი და გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. ამიტომ დადიან სხვადასხვა ქალაქში საზღვარგარეთ – დადიან გეგმით, ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში როგორ მოემსახურება საქართველო და ქართველი ხალხი უცხო ქვეყნების ინტერესებს. ვნახოთ, ვის დარწმუნებას შეძლებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები