შალვა პაპუაშვილი: მედიასთან კომუნიკაციის სიხშირის და ხანგრძლივობის მხრივ საქართველოს ჰყავს ყველაზე აქტიური პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე – ერთადერთი ვინც გვჯობია არის აშშ-ის პრეზიდენტი
“მედიასთან კომუნიკაციის სიხშირის და ხანგრძლივობის მხრივ საქართველოს ჰყავს ყველაზე აქტიური პრემიერი, პრეზიდენტიც და პარლამენტის თავმჯდომარეც”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“ერთადერთი ვინც გვჯობია არის აშშ-ის პრეზიდენტი, რომელსაც მგონი მედიასთან უფრო ხშირი კომუნიკაცია აქვს, მაგრამ არ მეგულება დედამიწის ზურგზე არცერთი ხელისუფლება, სადაც პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე ასე ხშირად არის მედიასთან კავშირში. ეს არ არის მხოლოდ ფორმალური ინტერვიუები, ფაქტობრივად Hard talk-ის რეჟიმში ვართ ხოლმე ჟურნალისტებთან. არ არსებობს კითხვა, რომელიც არ შეგიძლიათ რომ დასვათ, ასე რომ მერწმუნეთ, რომ მასთანაც გექნებათ შესაძლებლობა, ეს კითხვები დასვათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.