პუტინი მზად არის ზელენსკის პირისპირ შეხვდეს

კრემლში ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის მცდელობას, რომ დაალაგოს რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა – მაღალ შეფასებას აძლევენ.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს არ ამბობს, თუმცა ახლა ყურადღება „ნორმანდიული ფორმატის“ მომზადებაზეა გადატანილი.

„რასაკვირველია, პუტინი თავად აცხადებდა, რომ არასდროს უთქვამს უარი გაიმართოს მსგავსი შეხვედრა, შესაბამისად არც ამ შეხვედრაზე ამბობს უარს. მაგრამ თვლის, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის ნაკლები სარგებლის მომტანი იქნება. ის კარგად უნდა მომზადდეს. ამჟამად ჩვენ ყველა კონცენტრირებულები ვართ „ნორმანდიული ფორმატის“ მომზადებაზე. ამისთვის, ბუნებრივია, უნდა შესრულდეს ყველა ვალდებულება, რომლებიც მხარეებმა მინსკში აიღეს“, – დასძინა პესკოვმა.

მისივე თქმით, პუტინი ყოველთვის იყო კიევისა და მოსკოვის ურთიერთობის “რეანიმირების მომხრე“ და სურდა, რომ ურთიერთობა „ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს“.

ნურსულთან ნაზარბაევი გამოვიდა ინიციატივით, რომ პუტინის და ზელენსკის პირისპირ შეხვედრა ყაზახეთში გაიმართოს. მისი თქმით, ის ზელენსკის ესაუბრა, რომელმაც ამის მზაობა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები