ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ვითარება დაიძაბა – ისრაელში რაკეტები ჩამოვარდა (ვიდეო)

ისრაელის ქალაქ სდეროთში ღაზას სექტორიდან გაშვებული ორი რაკეტა ჩამოვარდა. თელ-ავივში, ბათ-იამში, ჰოლონსა და რიშონ ლე-ციონში გამაფრთხილებელი განგაში ამოქმედდა.

აღნიშნულს წინ ისრაელის თავდაცვის არმიის მიერ ღაზას სექტორში გატარებული ოპერაცია უძღოდა, რომლის შედეგად დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი ლიდერის ბაა აბუ ალ ათას და მისი მეუღლის ლიკვიდაცია მოხდა.

ისრაელმა „ჰამასი“ გააფრთხილა, რომ მის წინააღმდეგ იერიში განხორციელდება, თუ „ისლამური ჯიჰადის“ სარაკეტო იერიშებს შეურთდება: „თუ დაგვარტყამთ, ჩვენც დაგარტყამთ“.

ისრაელის არმიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ტერორისტის ლიკვიდირების შემდეგ ქვეყნის მისამართით ათობით რაკეტა გაუშვეს. არმიაში ასევე ვარაუდობენ, რომ ტერორისტებმა, შესაძლოა, ქვეყნის ცენტრიც დაბომბონ.

ისრაელის სამხრეთით სკოლებში სწავლა გაუქმდა.

თავის მხრივ, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში ორი დაღუპულის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს.

ღაზას სექტორში სკოლებში სწავლა გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები