მედია: მაკრონმა რუსეთის მთავრობას „საჩუქარი გაუკეთა“

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის მთავრობას საჩუქარი გაუკეთა, როდესაც ნატოს „ტვინის გათიშვაზე“ განაცხადა.

ამის შესახებ შვეიცარულმა გაზეთმა NZZ.-მა დაწერა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეთის ლიდერის განცხადება მოსკოვის მისამართით ერთგვარი გზავნილი იყო, რომ მან სტრატეგიული დიალოგი დაიწყოს, ასევე ბერლინისადმი, რომ მან კონკრეტულ ქმედებას მიმართოს.

NZZ-ის ცნობით, რუსეთში ათვითცნობიერებენ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ დაიკარგება, და ორგანიზაციაში რეფორმები მოსალოდნელი არ არის, შესაბამისად, მაკრონის განცხადებამ „მოსკოვი გაახარა“.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური გავლენები დაიბრუნა, კერძოდ, ახლო და საშუალო აღმოსავლეთში, ასევე თურქეთის და ნატოს ურთიერთობები გააფუჭა, მოსკოვი ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების გამო, საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა“, – ნათქვამია გამოცემის მასალაში.

7 ნოემბერს გამოცემა The Economist-სთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის რასაც ამჟამად ნატო განიცდის, არის „ტვინის გათიშვა“.

მისივე თქმით, დროა ევროპა გაიღვიძოს და საკუთარი სიძლიერე გაზარდოს, რადგან ამჟამად „უფსკრულის პირას“ იმყოფება, „წინააღმდეგ შემთხვევაში ის საკუთარ ბედს ვეღარ გააკონტროლებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები