აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დაცემის გამო კვლავ ჰოსპიტალში მოათავსეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, 95 წლის ჯიმი კარტერი შიდა ქალის წნევის დასტაბილურების მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსები აღნიშნავენ, რომ წნევის გამომწვევი მიზეზი კარტერის დაცემის შედეგად სისხლდენას უკავშირდება.

სამედიცინო დაწესებულებაში აღნიშნავენ, რომ ამჟამად „პრეზიდენტი კარტერი კომფორტულად ისვენებს. მასთან მეუღლე როზალინი იმყოფება“.

ჯიმი კარტერი ოქტომბერში საავადმყოფოში ორჯერ მოხვდა. ორივე შემთხვევა ყოფილი პრეზიდენტის დაცემას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები