ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო მანდატი დღეიდან ოფიციალურად შეუწყდება

ვანო ზარდიაშვილის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი პლენარულ სესიაზე კენჭისყრით მიიღებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე თემურ გოცირიძე იქნება.

“საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი პლენარულ სესიაზე კენჭისყრით იღებს. საფუძველი გახდა ვანო ზარდიაშვილის მიერ გაკეთებული პირადი განცხადება. მისი ადგილმონაცვლე იქნება სიით მომდევნო კანდიდატი. ამ შემთხვევაში ირაკლი ზარქუამ, როგორც მოგეხსენებათ, უარი თქვა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანდატზე და მას შემდეგ უკვე ჩვენი პროპორციული სიით მოდის თემურ გოცირიძე,” – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატობაზე უარი საკუთარი სურვილით მას შემდეგ თქვა, რაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მასსა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები