“ფაქტის შესახებ პოლიციას 31 ოქტომბერს შევატყობინეთ” – გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი შსს-მ დღეს დააკავა

ხარაგაულის ერთ-ერთ სკოლაში, მასწავლებლის მხრიდან, მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტის შესახებ მუნიციპალიტეტის რესურსცენტრი ინფორმირებულია.

როგორც ხარაგაულის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, დამატებით დეტალებს არ ფლობენ და გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

“ჩვენ საქმის კურსში ვართ, მაგრამ დამატებით ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება, თუ ფაქტი დადასტურდება ძალიან ცუდი იქნება,” – განაცხადა მარინა ვეფხვაძემ.

სოფელ ნაბადურის საჯარო სკოლის მასწავლებლის ინფორმაციით, მოსწავლემ, აღნიშნულის შესახებ, სკოლის ადმინისტრაციას 31 ოქტომბერს აცნობა.

“31 ოქტომბერს, მოსწავლის მომართვის საფუძველზე, ფაქტის შესახებ პოლიციას შევატყობინეთ. საუბარია გარყვნილი ქმედების მცდელობაზე, მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მისამართით. დანარჩენს გამოძიება დაადგენს,”- აცხადებს სოფელ ნაბადურის საჯარო სკოლის პედაგოგი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს. ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი უფროსკლასელ გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 10-დან 13-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები