ადიგენში “ზარზმობის” დღესასწაული აღინიშნა (ფოტოები)

ადიგენში, ზარზმის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე , წმინდა სერაპიონ ზარზმელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

სოფელ ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ საზეიმო წირვა აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტიც გაიმართა.

ღონისძიებაში, “ერისიონთან“ არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი “ელეონი“ და მომღერალთა ანსამბლი “ალეგრო“ მონაწილეობდა. კონცერტის პარალელურად ყველის ფესტივალი და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა–გაყიდვა მოეწყო.

ღონისძიების დასასრულს ადიგენის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს.

ზარზმობასახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად აღინიშნება. სერაპიონ ზარზმელი წარმოშობით კლარჯეთიდან იყო. მან lX საუკუნეში, სხვა ბერებთან ერთად, ზარზმის მონასტერი დააარსა და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები