ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ქობულეთის მერიის სამ თანამშრომელს პატიმრობა, ერთს კი გირაო შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სამი დღის წინ დაკავებული ქობულეთის მერიის ოთხი თანამშრომლიდან სამს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ქობულეთის მერიის თანამშრომლებს ფინანსური პოლიცია ქრთამის აღებას ედავება.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საზოგადოებრივი ობიექტების მშენებელი კომპანიებისგან ქრთამის სახით 500-დან 1000 ლარამდე თანხა აიღეს და უხარისხოდ ჩატარებულ სამუშაოებზე რეაგირება არ მოახდინეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები