თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი შიდა ქართლში კონცერტს გამართავს

14 ნოემბერს, 17:00 საათზე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი-ლოტბარი მიმართულების (დრამის ფაკულტეტი) გუნდი, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, საოკუპაციო ზოლთან, სოფელ ბერშუეთში კონცერტს გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს ოკუპაციის ზოლთან მცხოვრები მოქალაქეების გამხნევებას, თანადგომას, მათთვის გამოცდილების გაზირებას, უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაცნობასა და ტრადიციული კულტურის პოპულარიზაციას.
შიდა ქართლისა და ბერშუეთის სოფლის მცხოვრებლებს, უნივერსიტეტის „სალოტბარო მიმართლება“ სთავაზობს უფასო მოსამზადებელ კურსებს დრამის ფაკულტეტის სამუსიკო მიმართულებაზე ჩასაბარებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები