“გასულ წლებთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში 55%-ით მეტ ინვესტიციას ვდებთ” – ქვემო ქართლის საკონსულტაციო საბჭოში 2020 წლის ბიუჯეტი განიხილეს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მხარის სახელმწიფო რწმუნებული – შოთა რეხვიაშვილი უძღვებოდა.
საბჭოს სხდომას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და სამინისტროების რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სხდომაზე 2020 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს, პრიორიტეტების მიხედვით გაიარეს და ის საკითხები გამოყვეს, რაც მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის.

შოთა რეხვიაშვილმა საბჭოს წევრებთან ერთად, რეგიონის განვითარების 2020-22 წლების სამოქმედო გეგმისა და პრიორიტეტების შესახებ, ასევე 2019 წელს შესრულებულ სამუშაოებზე იმსჯელა.

“მე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ 2019 წელს დავიწყეთ აქტივობები და პროექტებზე მუშაობა. პროექტის გამზადების შემდეგ კი მათი განხორციელება. ძალიან კარგი ტემპით და იმედიანად ვართ. საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოებს ვაკეთებთ. გასულ წლებთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში 55%-ით მეტ ინვესტიციას ვდებთ და შესაბამისად მნიშვნელობიდან გამომდინარე ბევრი საჭირო პროექტი ემატება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს”, – განმარტა შოთა რეხვიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები