წყალტუბოში ოთხი სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოთხი სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა და მოსახლეობას ბუნებრივი აირით სარგებლობა უკვე შეუძლიათ. სოფელ ზედა მესხეთში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი “სოკარ ჯორჯია გაზის” დირექტორმა აზერ მამმადოვმა, “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების” კომპანიის გენერელური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ შალამბერიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა საზეიმოდ გახსნეს.
ზედა მესხეთთან ერთად გაზიფიცირდა სამი სოფელი: ქვედა მესხეთი, ბროწეულა და მუხიანი. აშენებული ქსელის ჯამური სიგრძე 65 227 გრძივი მეტრია, გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ 1291 ოჯახს მიეცემა, აქედან სოფელ ზედა მესხეთში – 371 ოჯახს.

ზედა მესხეთი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 26-ე სოფელია, რომლის მოსახლეობას ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები