ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

გერმანიის დედაქალაქში ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამიტი იმართება, სადაც მთელი მსოფლიოდან 150 ქალაქის მერია მიწვეული. მათ შორის არის ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

“სამიტის მუშაობაში მაღალი რანგის პოლიტიკოსები მონაწილეობენ. ასევე გლობალური საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, 100-ზე მეტი ლიდერი მთელი მსოფლიოდან, რომლებიც პოლიტიკის, ეკონომიკის და რელიგიის სფეროში მოღვაწეობენ.”_აღნიშნულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები