სოფელ კულიკამში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე, ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობების ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე ორჯონიკიძე, ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი, მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი ესწრებოდნენ.
ახლად აშენებული საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. ბაღში ამჟამად 2 ჯგუფია და 47 ბავშვი სწავლობს.