კრემლი თავდაცვის ხარჯებს ამცირებს – პუტინი მიზეზს განმარტავს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე ხარჯის შემცირება „მოდერნიზაციის პიკის“ დასრულებას უკავშირდება.

ამის შესახებ პუტინმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე ხარჯის საერთო შემცირება გვაქვს, თქვენ ეს იცით. ეს არ უკავშირდება იმას, რომ ჩვენ ეს საკითხი არ გვაღელვებს, არამედ იმას, რომ გავიარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დაგეგმილი სამუშაოები, ასევე შევცვალეთ სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა. ამ სამუშაოების პიკი გავიარეთ“, – განმარტა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები