„ქალის სხეული, როგორც ბრძოლის ველი“ – ახმეტელის თეატრში პრემიერაა

15, 16, 21 ნოემბერს, 19 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა. თანამედროვე რუმინელი დრამატურგის მატეი ვიშნეკის პიესა – „ქალის სხეული, როგორც ბრძოლის ველი“ – ქართულ სცენაზე პირველად 11 ოქტომბერს დაიდგა. ახმეტელის თეატრის დასმა სპექტაკლის პრემიერა ესტონეთში, ქალაქ ტარტუში, თეატრის საერთაშორისო ფესტივალზე A-FESTIVAL წარადგინა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პიესა თარგმნა თეონა მოდებაძემ.
რეჟისორი – ირაკლი გოგია, კომპოზიტორი – მეჰრან მირმირი, კოსტიუმების მხატვარი – სალომე ბათლიძე, რეჟისორის ასისტენტი – გიორგი ყაულაშვილი,  გრიმი – ანუკა მურვანიძე, ხათუნა ჯიქია, აქსესუარები – ირინა ყიასაშვილი, ფოტო – ლევან ყიფიანი.
მონაწილეობენ: გვანცა კანდელაკი, სოფია სებისკვერაძე.
„ქალის სხეული ხდება ბრძოლის ველი, ევროპის სახე მეოცე საუკუნის ბოლოს“ ქეითისა და დორას დიალოგში იკვეთება ტრაგედიის კონტურები – რა ელით პატარა ერებს? როგორი იქნება მათი მომავალი? როდის ხდება მათი – ქალების სხეული ბრძოლის ველი ? დამდგმელი გუნდი ვიზუალური და ესთეტიკური გამომსახველობითი საშუალებებით პიესის ორიგინალურ გააზრებას გვთავაზობს.
„კომუნიზმი, ძალა, რომელიც ავალდებულებს ყველას ძმობას – არის დროის ბომბი, ეს არის დენთის კასრი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ზრდის ეროვნულ იმედგაცრუებას. ეს არის ფროიდული შურისძიება ხალხზე, ვისაც არასოდეს ქონია სახელმწიფო, რომელსაც უწოდებდნენ სამშობლოს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები