შსს- ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების შეზღუდვასთან დაკავშირებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, გამოძიება არ დაწყებულა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ შეტანილ განცხადებაზე, რომელიც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას ითხოვდა, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოიძიება არ დაიწყო. ამის შესახებ “კვირას” უწყებაში განუცხადეს.

“მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე მისი ჩვენების შეზღუდვას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია, ” – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები