ახალციხეში ღია დიალოგის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება

0

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გიორგიწმინდაში, ფერსაში, მუგარეთში და საბარგო სადგურის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

შეხვედრაზე სხვადასხვა სახის პრობლემები გამოიკვეთა, მათ შორის: გაზიფიცირების, სასმელი წყალისა და გზების მოწესრიგების პრობლემები.

მოსახლეობასთან შეხვედრების მთავარი მიზანი სწორედ მათი საჭიროებების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირებაა, ამიტომ პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობა აქტიურად გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი