„ქართული ხელოვნება: ეპოქები და ტენდენციები“ – სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
15-16 ნოემბერს, თსუ-ს ხელოვნების ისტორიისა და ისტორიის ინსტიტუტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ერთობლივად ატარებენ სამეცნიერო კონფერენციას – „ქართული ხელოვნება: ეპოქები და ტენდენციები“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენცია ეძღვნება შალვა ამირანაშვილის დაბადებიდან 120-ე წლისთავს.
კონფერენციის გახსნისას წარდგენილი იქნება თსუ-ს ხელოვნების ისტორიისა და ისტორიის ინსტიტუტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული შალვა ამირანაშვილის სტატიათა კრებული – „ნარკვევები ქართული ხელოვნების ისტორიიდან“ (თბილისი, 2019).
მისამართი: 15 ნოემბერი: თბილისი, ჭავჭავაძის 1, თსუ, I კორპუსი, აუდიტორია 107;
16 ნოემბერი: თბილისი, ფურცელაძის 1, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, აუდიტორია ა.