ბათუმში კინოთეატრ “აპოლოსთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში კინოთეატრ “აპოლოს” მიმდებარე ტერიორიაზე მესამე დღეა ფილმის “და ჩვენ ვიცკევეთ” ჩვენებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა სანთლები აანთეს და როგორც თავად ამბობენ, პროტესტს გალობითა და ლოცვით გამოხატავენ.

აქცია ბათუმში, კინოთეატრ ,,აპოლოს” წინ მიმდინარეობს. მონაწილეები ფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების წინააღმდეგ სამი დღეა აღნიშნულ ტერიტორიაზე იკრიბებიან. ისინი თავიანთ პროტესტს გალობითა და ლოცვებით გამოხატავენ.

ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი – კონსტანტინე ანანიაშვილიც, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეთა მხრიდან დაირღვევა კანონი, სამართალდაცველები შესაბამის ზომებს მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები