მამაკაცი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა გარდაიცვალა

84 წლის მამაკაცი, რომელმაც მუცლის არეში დაზიანება ბასრი იარაღით მიიყენა, გარდაიცვალა. მეზობლების თქმით, ეს თვითდაზიანების პირველი მცდელობა არ ყოფილა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინ გადაიყვანეს.

ხათუნა კეკელაშვილის ინფორმაცაიით, დაჭრილ მამაკაცს ოპერაციაც ჩაუტარდა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები