რუსთაველების პრობლემები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს

რუსთავში სამთავრობო პროექტ  “ღია დიალოგის” ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი – პაატა მხეიძე ქალაქის მერი – ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მე-17 მკრ.რ მცხოვრებლებს შეხვდნენ.

ძირითად საჭიროებად მოსახლეობამ, საცხოვრებელი ფართებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონება, დასაქმების ხელშეწყობა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება დაასახელა. ყურადღება გამახვილდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
შეხვედრაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, დიალოგის რეჟიმში 2020 წელს ქალაქში დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში,ცენტრალური და შიდა გზების მოწესრიგება, იაღლუჯის მთის ფერდობზე, ღვარცოფსაწინააღმდეგო სანიაღვრე არხების მოწყობა, რეკრეაციული სივრცეების შექმნა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა, სკოლების შენობების რეაბილიტაცია და სხვა პრიორიტეტული მიმართულებით განსახორციელებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები