შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – კახა ბუხრაძემ დღეს დაგეგმილი კინოსეანსების დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებს კინოთეატრ ამირანთან უპასუხა.
კახა ბუხრაძემ როგორც აქციის ორგანიზატორებს, ასევე, აქციაში მონაწილე პირებს კვლავ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

“უკვე მესამე დღეა, კინოთეატრებთან პოლიცია იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას. დღესაც, ადგილზე იმყოფებიან კინოლოგიის და განაღმვის სამსახურები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. კიდევ და კიდევ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ორგანიზატორებს, ასევე, აქციაში მონაწილე პირებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რაიმე სამართალდარღვევას ექნება ადგილი, პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს”, – განაცხადა ბუხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები