მიხეილ ჩხენკელი – „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტების მქონე უნიკალური, აკადემიური პროექტია”  

0

„რომ არა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ინვესტიცია ამ საშვილიშვილო პროექტში,  შეუძლებელი იქნებოდა საქართველოში ამ მასშტაბის და დონის უნივერსიტეტის დაარსება – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, პროფესორი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაღებულ ფილმში.

როგორც ჩხენკელი აღნიშნავს, ქართველ პროფესორებთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავენ უცხოელი პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან – გერმანიიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან. ყოველივე ეს განაპირობებს იმას, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანები მსოფლიოს ასპარეზზე.

„ონლაინ რეჟიმი საშუალებას გვაძლევს, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ძალიან აქტიურად ჩავრთოთ ქართული სამეცნიერო სათვისტომო. მათ ჩვენ შევხვდით და ისინი ძალიან დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით ჩაერთვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში.

ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი და სწორედ მასთან ერთად შეიქმნა აკადემიური პროგრამები, რაშიც გვექნება პირველი მიღება. ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ძალიან ცნობილი, წამყვანი მეცნიერი,  მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი-ვოლფგანგ ჰერმანია” – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

კომენტარები

კომენტარი