კინოდარბაზებს, წინა დღეების მსგავსად, კინოლოგიური სამსახური ამოწმებს

კინოთეატრ „ამირანთან“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების მოწინააღმდეგეები დღეს ისევ შეიკრიბებიან, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

კინოსეანსი 19:30 საათზეა ჩანიშნული, ამჟამად კი, დარბაზებს, წინა ორი დღის მსგავსად, კინოლოგიური სამსახურის თანამშრომლები ამოწმებენ.

როგორც გუშინდელი კინოსეანსის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ფილმის ჩვენების მოწინააღმდეგეები 18:00 საათზე შეიკრიბებიან.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დასკვნითი მესამე დღეა, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები