საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

საქართველო 27 ნოემბრიდან 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის რანგში მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვედრებს მართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ასევე მოხდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის გადმოცემა.

აღსანიშნავია რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა.

27 ნოემბერს თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები