მეუფე დამიანე: სინოდზე პატრიარქმა მეუფე პეტრეს განკვეთაზე უარი თქვა

სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი მეუფე დამიანე (ხუფენია) ამბობს, რომ 31 ოქტომბრის სინოდზე საუბარი იყო მეუფე პეტრესთვის არა მღვდელთმსახურების შეჩერებაზე, არამედ მის განკვეთაზე, რაზეც საქართველოს პატრიარქმა უარი თქვა.

ამის შესახებ მეუფე დამიანემ ჟურნალისტებს უთხრა.

„მას უყვარს თავისი მოძღვარი მიუხედავად იმისა, რომ ის რაღაცაში შეცდა, რაღაც ბოროტებაშია. ჩვენ არ ვიცით რა დაემართა მას, მაგრამ მოხდა, ხომ. ეს ფაქტია და ამას ვერაფრით ვერ გადავუხვევთ ჩვენ. მაგრამ დასწყვიტა გული იმ ადამიანს. მეორე მხრივ, ვნახე მე ადამიანები, რომლებიც გაყვნენ თავიანთ მოძღვარს – ერთის მხრივ ეს კარგია, რომ უყვართ მათ მოძღვარი, მაგრამ შენ რას შვრები, რაში უდგები გვერდში, შენ მილანძღავ მამას?! ისინი ვისთან მოდიან აქ? ჩემთან, გრიგოლისთან, პეტრესთან მოდიოდნენ თუ უფალთან მოდიოდნენ?! ჩვენ, პირველ რიგში, უფალთან მოვდივართ. რომ ყოფილიყავით სინოდზე და მოგესმინათ იქ რა იყო. საქმე იყო არა მეუფე პეტრეს მღვდელთმსახურების, შეჩერებაზე, არამედ განკვეთაზე, ხალხნო და პატრიარქმა ეს არ გააკეთა“,-აღნიშნა მეუფე დამიანემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები