ილია ჯიშკარიანი ინფარქტის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს

თბილისის საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი ინფარქტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკა Helsicore-ის ექიმმა თამუნა ჭიხორიამ განაცხადა, ამჟამად დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია თუმცა საყურადღებო.
„როგორც ირკვევა გუშინწინაც იყო ტკივილი, თუმცა გუშინ უფრო ინტენსიური, გაუსაძლისი რის გამოც მოხდა პაციენტის ჩვენთან ტრანსპორტირება. დიაგნოსტირდა ჩვენს განყოფილებაში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, რის გამო დაუყოვნებლივ შეყვანილ იქნა კორონაროგრაფიაზე, ჩაუტარდა ანგიოპლასტიკა სამი სტენტით. ამჟამად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა საყურადღებო და იმყოფება ინტენსიურ ბლოკში“,-აღნიშნა თამუნა ჭიხორიამ.
ილია ჯიშკარიანს გამოძიება თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ედავება, რის გამოც ჯიშკარიანს 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები