ერაყში არეულობების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300 გადააჭარბა

ერაყში თვეზე მეტია რაც საპროტესტო აქციები გრძელდება, რომლის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 15 ათასამდე დაშავდა.

ამის შესახებ ქვეყნის ადამიანის უფლებათა უზენაესი კომისიის თავმჯდომარემ ალი აქრამ ალ-ბაიათიმ განაცხადა.

მისი თქმით, ერაყელი სამართალდამცველები არეულობების დროს იყენებდნენ ცრემლსადენ გაზს და ლეტალურ საბრძოლო მასალებს.

აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ჯანდაცვის სფეროში პრობლემების მოგვარებას და კორუფციასთან ბრძოლას მოითხოვენ.

თუმცა მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მისი გადადგომა ან საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნა ქვეყანას სრულ სტაგნაციამდე მიიყვანს და რეფორმებს არ შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები